ლატვიის პრემიერ-მინისტრი - რუსეთს აქვს უნარი, დააშანტაჟოს მთელი მსოფლიო შავ ზღვასა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე კონტროლით, ეს არის რეალური პრობლემა
რუსეთი მთელი მსოფლიოს შანტაჟს ცდილობს, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა.
კარინსმა აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებასთან დაკავშირებით აჩვენებს რუსეთის უნარს, დააშანტაჟოს მსოფლიო შავი ზღვის კონტროლის გზით.
„ჩვენ არ ვიცით, განაახლებენ თუ არა შეთანხმებას და ეს არ არის პირველი შემთხვევა. რუსეთს აქვს უნარი, დააშანტაჟოს არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო შავ ზღვასა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე კონტროლით. ეს არის რეალური პრობლემა და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, ხოლო თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა შეწყვეტს არსებობას“, – განაცხადა კარინსმა.