ლატვიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთს, ყაზახეთსა და სომხეთს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად იყენებენ
ლატვიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთს, ყაზახეთსა და სომხეთს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად იყენებენ

ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთს, ყაზახეთსა და სომხეთს იყენებენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, – ამის შესახებ განცხადება კრიშიანის კარინშმა ესტონელ და ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრაზე გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ხარვეზები. თუ შევხედავთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ყაზახეთი, სომხეთი, თურქეთი, მაშინ დავინახავთ, რომ გარკვეული ვაჭრობა იზრდება და ეს ზრდა არაპროპორციულად მაღალია იმ მონაცემებთან შედარებით, რაც წარსულში იყო. ცხადია, მოვაჭრეები პოულობენ გზებს, რომ ლეგალურად ივაჭრონ სომხეთთან, ყაზახეთსა და თურქეთთან, შემდეგ კი ეს პროდუქცია იგზავნება რუსეთში, რადგანაც ეს ქვეყნები არ ემორჩილებიან სანქციების რეჟიმს. ამიტომ აუცილებელია, ყურადღება მივმართოთ სანქციებისთვის თავის არიდების მეორადი შედეგებისკენ. ეს შესაძლებელია, თუ ამას გავაკეთებთ ევროპულ დონზე“, – განაცხადა კრიშიანის კარინშმა.