ლატვიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ლატვიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე და მეშვიდე ადგილებისთვის მატჩები გაიმართა. ტურნირზე მეშვიდე ადგილი სლოვენიამ დაიკავა, ხოლო მეხუთე – ლატვიამ.

სლოვენიის ნაკრებმა მეშვიდე ადგილისთვის დაპირისპირებაში იტალია 89:85 დაამარცხა. სლოვენიელებს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 შედეგიანი პასი დააკლდა – 29 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი.

მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში კი ლატვია ლიეტუვას შეხვდა. მატჩი სრულად ლატვიელთა უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქე 98:63 დაამარცხეს. ლატვიის ნაკრების რიგებში გამორჩეული იყო არტურს კურუცსი, მან 20 ქულა ჩააგდო მოწინააღმდეგის კალათში. ლატვიელებისთვის ეს მიღწევა ისტორიულია, მათ მსოფლიო ჩემპიონატზე მსგავსი შედეგი არ ჰქონიათ.

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ფინალი ხვალ, 10 სექტემბერს თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება, გერმანიის ნაკრები სერბეთს შეხვდება. მანამდე, 12:30 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩში კანადა ამერიკას დაუპირისპირდება. ორივე თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე იხილავთ.