ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 აპრილს უკრაინაში ჩავლენ
ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 აპრილს უკრაინაში ჩავლენ

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 აპრილს უკრაინას ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის მიზანი რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების ფონზე, ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა.

უკრაინელი დიპლომატი ბალტიისპირელ კოლეგებთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად პრაქტიკულ ნაბიჯებს განიხილავს.

დატოვე კომენტარი