ლატვიის კერძო უმაღლეს სასწავლებლებში რუსულ ენაზე სწავლება აიკრძალა

14:07, 04.07.2018

ლატვიაში, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში რუსულ ენაზე სწავლება აიკრძალა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კანონში ცვლილებებს ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდ ვეიონისმა ხელი უკვე მოაწერა.

Latvijas Vestnesis-ში გამოქვეყნების შემდეგ, კანონპროექტმა კანონის ძალა მიიღო.

კანონში ცვლილებები ლატვიის სეიმმა 21 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ლატვიის ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და კოლეჯში სწავლების პროცესი სახელმწიფო ენაზე წარიმართება.  უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ევროკავშირის ერთ-ერთ ენაზე იქნება შესაძლებელი.

ევროკავშირის ერთ-ერთ ენაზე სწავლება ცალკეულ შემთხვევებში წარმოებს – უცხოელი სტუდენტებისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებებით გათვალისწინებულ პროგრამებზე. ამასთანავე, უცხოელი სტუდენტები აუცილებლად შეისწავლიან ლატვიურ ენას, თუ სწავლება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.

2017 წელს ლატვიის კერძო სასწავლებლებში სტუდენტების მესამედი რუსულ ენაზე სწავლობდა.

მსგავსი