ლატვიის​ საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებ, ერთხმად იქნება მხარდაჭერა, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი
ლატვიის​ საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებ, ერთხმად იქნება მხარდაჭერა, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი

უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ლატვიის​ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„უკრაინა იბრძვის ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. თქვენ იხილეთ კომისიის ანგარიში, ასევე პროგრესი და რეფორმები საკმარისია ამ სტატუსის მისანიჭებლად“, – განაცხადა რინკევიჩსმა.

მისი თქმით, ეს პროგრესი ასევე მიესადაგება მოლდოვასაც.

„ვფიქრობ, დღეს და ხვალ დისკუსიებში საბჭო შეძლებს მოემზადოს ლიდერების სამიტისთვის. ასევე ვიმედოვნებ, რომ იქნება გადაწყვეტილება, რომ ორივე ქვეყანას მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ვიმედოვნებ, რომ ერთხმად მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.