ლატვიიდან რუს ჟურნალისტს აძევებენ
ლატვიიდან რუს ჟურნალისტს აძევებენ

ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტის, ოლგა კურლაევას ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი მისი საქმიანობა გახდა, რითაც ლატვიის უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს, – წერს რუსული მედია.

ქვეყნის დასატოვებლად ჟურნალისტს 24 საათი მისცეს. მანამდე კი, 3 იანვარს ლატვიიდან მისი მეუღლე, „ტვ-ცენტრის“ ჟურნალისტი ანატოლი კურლაევი გააძევეს.

როგორც რუსული მედია იტყობინება, ლატვიის ხელისუფლების ე.წ. შავ სიაში რუსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქეა, მომღერლები, მსახიობები, ექსპერტები და სასულიერო პირებიც კი.

დატოვე კომენტარი