ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი – ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს კრემლის „ქართული ოცნებისთვის“ მაშველი რგოლია
ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
კოლსის თქმით, ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გამართლება მიუღებელია.
„ერთ დღეს საქართველოში მოპარული არჩევნების დაგმობა, მეორე დღეს კი რეჟიმისთვის ხელის ჩამორთმევა. ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს კრემლის „ქართული ოცნებისთვის“ მაშველი რგოლია. რამდენჯერ გაამართლებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას? ეს მიუღებელია“, – წერს კოლსი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის 9 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.
Condemn a stolen election in Georgia one day, shake hands with the regime the next. Ambassador Herczynski’s handshake isn’t just a gesture—it’s a lifeline to the Kremlin’s Georgian Dream. How many times will the EU lend its credibility to their propaganda? Unacceptable.… https://t.co/1n2Empz5ZC
— Rihards Kols (@RihardsKols) December 10, 2024