ლატვიასა და მალტასთან მატჩებში 21-წლამდელთა ნაკრებს ბასილაძე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებისთვის ემზადება, ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი დააკლდება.
რამაზ სვანაძის გუნდმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა და უსიამოვნო ფაქტი ამის შემდეგ გაირკვა – შეკრებას ქუთაისის „ტორპედოს“ შემტევი ალეკო ბასილაძე გამოაკლდა. მიზეზი ტრავმაა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში ლატვიას (27 მარტი) და მალტას (31 მარტი) უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება და ორივე 19:00 საათზე დაიწყება.