ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნები. პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო დროშებს და ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.

​საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.

დღის წესრიგით შეხვედრები გათვალისწინებულია ლატვიის პრემიერ-მინისტრთან, არტურ კრიშიანის კარინჩთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ინარა მურნიეცესთან. სალომე ზურაბიშვილი ოკუპაციის მუზეუმსაც მოინახულებს და ლატვიის პრეზიდენტთან ერთად თავისუფლების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს. იგეგმება ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან შეხვედრა.

დატოვე კომენტარი