ლატვიაში საქართველოს ელჩი ანა აბულაძე, აზერბაიჯანისა და სერბეთის ახლად დანიშნულ ელჩებთან ერთად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა აბულაძე, აზერბაიჯანისა და სერბეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩებთან ერთად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა. 9 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ლატვიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.