ლატვიაში, სამხედრო სწავლების დროს, ალბანეთის შეიარაღებული ძალების ქალი ლეიტენანტი ნაღმზე აფეთქდა
ლატვიაში, სამხედრო სწავლების დროს, ალბანეთის შეიარაღებული ძალების ქალი ლეიტენანტი ნაღმზე აფეთქდა

ლატვიაში ნაღმის აფეთქების შედეგად ალბანეთის შეიარაღებული ძალების ქალი ლეიტენანტი, 32 წლის ზარიფე ჰასანაი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბალკანური მედია ალბანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ორი სამხედრო. ინციდენტი სწავლების დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ალბანელი სამხედროები ლატვიაში ნატო-ს ბატალიონის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ალბანეთი ნატო-ს წევრი 2008 წლიდანაა.