ლატვიაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციაზე კიბერშეტევის შედეგად დამნაშავეებმა 1.2 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს
ლატვიაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციაზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად დამნაშავეებმა 1.2 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ეს შეიძლება, არის ლატვიაზე სხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კიბერშეტევა, რადგან კონკრეტული დამნაშავე ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.
ლატვიაში აცხადებენ, რომ კლიენტების საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები – არ დაზიანებულა.
ინციდენტის კომენტირებისას, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა აღნიშნა, რომ კიბერშეტევა და მასშტაბური მონაცემთა გაჟონვა „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“.
„საგზაო მოძრაობის მართვის სამსახურის რეპუტაცია და საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ შელახულია. ამ ვითარებაში, საგზაო მოძრაობის მართვის სამსახურის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, გააგრძელოს თავისი მოვალეობების შესრულება“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.