ლატვიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტინების თითქმის სრულიად დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის პარლამენტში მოხვედრის შანსი ექვს პარტიას აქვს

10:48, 04.10.2026

ლატვიაში გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტინების თითქმის სრულიად დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის პარლამენტში მოხვედრის შანსი ექვს პარტიას აქვს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის ცენტრისტული პარტია „ერთიანი სია“ (AS) ხმათა 35.3%-ით ლიდერობს. მას ოპოზიციური პარტია „ლატვია პირველ რიგში“ (LPV) 13%-ით და „სუვერენული ძალა/ახალი ლატვიელების კავშირი“ 11%-ით მოჰყვებიან. პარტიამ „ეროვნული ალიანსი“, რომელიც ამჟამად კოალიციაშია „ერთიან სიასთან“ 9%-ით მეოთხე ადგილზეა, შემდეგ მოდის ოპოზიციური „პროგრესული“ პარტია 7%-ით და კიდევ ერთი კოალიციური პარტია „ახალი ერთობა“ 6%-ით.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 100-მანდატიან სეიმში მანდატების განაწილება შემდეგია: „ერთიანი სია“ 42, „ლატვია პირველ რიგში“ 17, „სუვერენული ძალა/ახალი ლატვიელები“ 14, „ეროვნული ალიანსი“ 11, „პროგრესული“ ცხრა, „ახალი ერთობა“ შვიდი. უმრავლესობის ფორმირებას 51 ადგილი სჭირდება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, კოალიციის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერი მოკავშირეებთან ერთად უმრავლესობის ფორმირებას მარტივად შეძლებს.

მსგავსი