ლატვიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონი შევიდა
ლატვიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონი შევიდა. ინფორმაციას არმია ავრცელებს.
სამხედროების თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამჟამად, სულ მცირე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფება.
მანამდე ლატვიის სამხედროებმა შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს ლუძის, კრასლავისა და რეზეკნეს მხარეების მოსახლეობა.
მათ მოქალაქეებს ურჩიეს, დარჩნენ შენობებში და დახურონ ფანჯრები.
„თუ შეამჩნევთ დაბალ სიმაღლეზე მფრენ საეჭვო ან საშიშ ობიექტს, ნუ მიუახლოვდებით მას და დარეკეთ ნომერზე 112. საფრთხის დასრულების შესახებ დამატებით შეგატყობინებთ“, – აცხადებენ სამხედროები.
❗️Apstiprinām, ka Latvijas gaisa telpā ir vismaz viens bezpilota lidaparāts.
— NBS (@Latvijas_armija) May 21, 2026
❗️Iespējams apdraudējums Latvijas gaisa telpā.
Informējam, ka iespējams apdraudējums Latvijas gaisa telpā Ludzas, Krāslavas un Rēzeknes novados.
Kopā ar NATO sabiedrotajiem pastāvīgi monitorējam gaisa telpu, lai nodrošinātu spēju nekavējoši reaģēt uz potenciālu apdraudējumu.…
— NBS (@Latvijas_armija) May 21, 2026