ლატვიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 1 500 საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა
ლატვიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 1 500 საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ორი ლატვიური კომპანია უკრაინას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჯამში 12 ათას უპილოტო საფრენ აპარატს მიაწვდის, რომელთა ღირებულება 17 მილიონი ევროა“, – წერს სპრუდსი.
დიდი ბრიტანეთისა და ლატვიის ხელმძღვანელობით უკრაინის მხარდასაჭერი კოალიცია 2024 წლის იანვარში შეიქმნა. ის მიზნად ისახავს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების გაძლიერებას.
🇱🇻🤝🏻🇺🇦 Nosūtām vēl 1500 kaujas dronus no Latvijas.
Divi Latvijas uzņēmumi starptautiskās dronu koalīcijas ietvaros šī gada pirmajā pusē piegādās Ukrainai kopā 12000 dronu 17 miljonu eiro vērtībā. #MilitaryIndustry 🇱🇻 #DroneCoalition pic.twitter.com/TsyupK4NBh— Andris Spruds (@AndrisSpruds) April 1, 2025