ლატვიამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა

23:35, 24.07.2026

ლატვიამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, დაბარება სლავიანსკზე მომხდარ თავდასხმას უკავშირდება, რომლის შედეგადაც ქალაქში მდებარე ლატვიის საპატიო საკონსულოს შენობა დაზიანდა. ლატვიის საგარეო უწყების ცნობით, თავდასხმის დროს დაშავდა საკონსულოს ორი თანამშრომელი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლატვია მკაცრად გმობს სლავიანსკზე თავდასხმას და საპატიო საკონსულოს შენობის დაზიანებას.

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა სლავიანსკზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასა.

მსგავსი