ლატვიამ რუსეთის სამხედრო ატაშეს მიერ რიგაში კოვიდშეზღუდვების დარღვევით გამართული წვეულება გააპროტესტა
ლატვიამ რუსეთის სამხედრო ატაშეს მიერ რიგაში კოვიდშეზღუდვების დარღვევით გამართული წვეულება გააპროტესტა

ლატვიამ რუსეთის სამხედრო ატაშეს მიერ რიგაში კოვიდშეზღუდვების დარღვევით გამართული წვეულება გააპროტესტა.

როგორც ლატვიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდართან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა ლატვიაში რუსეთის საქმეებში დროებით რწმუნებულს ვადიმ ვასილევს უკვე გადასცეს. საქმე კი ეხება რუსეთის სამხედრო ატაშეს, რუსლან უშაკოვის მიერ 27 მარტს გამართულ წვეულებას, რომელიც კოვიდშეზღუდვების წესების დარღვევით ჩაატარეს. ხმამაღალი მუსიკის გამო მეზობლები შეწუხდნენ და პოლიცია გამოიძახეს, თუმცა უშაკოვთან საუბრის შემდეგ ადგილი ისე დატოვეს, რომ არავინ დაუჯარიმებიათ. თავად უშაკოვმა კი, მეზობლებს შეურაცხმყოფელი ჟესტები აჩვენა.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო ატაშეს ქცევა მიუღებელია.

„ვენის კონვენცია ზოგიერთ პრივილეგიას ანიჭებს გარკვეულ პირებს, თუმცა დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები უნდა მოიქცნენ სათანადოდ და დაიცვან ქვეყნის სამართლებრივი ნომრები“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ლატვიაში რუსეთის საქმეებში დროებითმა რწმუნებულმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტს უყურადღებოდ არ დატოვებენ.