ლატვიამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება
ლატვიამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება

ლატვია რუსული ნომრების მქონე ავტომობილების გადაადგილებას აკრძალავს. ლატვიის სეიმმა მიიღო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესწორებები, რომელთა თანახმადაც, რუსულნომრიანი მანქანების მფლობელებს მომავალი წლის 14 თებერვლამდე ეძლევათ ვადა, დაარეგისტრირონ ავტომობილი ან გაიყვანონ ლატვიიდან.

თუკი აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რუსული სატრანსპორტო საშუალება გამოყენებული იქნება საგზაო მოძრაობისას, ის ჩამორთმევას დაექვემდებარება, ჩამოთმეული ავტომობილები კი უკრაინას გადაეცემა.

გამონაკლისი გავრცელდება მხოლოდ ლატვიის ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალ ავტომობილებზე, თუმცა ტრანზიტი დაშვებული იქნება მხოლოდ ერთჯერადად და უნდა განხორციელდეს 24 საათის ვადაში.

განახლებული კანონი 15 ნოემბრიდან შედის ძალაში. ცვლილებებს ლატვიის ხელისუფლება ევროკავშირის სანქციების შესრულებითა და უსაფრთხოების რისკების შემცირებით ხსნის.