ლატვია მინიმალური საპენსიო ასაკის გაზრდას გეგმავს
ლატვია მინიმალური საპენსიო ასაკის გაზრდას გეგმავს

საფრანგეთის შემდეგ, მინიმალური საპენსიო ასაკის გაზრდა ლატვიაშიც იგეგმება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საპენსიო ასაკის ცვლილება აუცილებელია, რათა სოციალური უზრუნველყოფის სისტემა სიცოცხლისუნარიანი დარჩეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი წლით აპირებს მინიმალური ზღვარის გაზრდას.

ამჟამად ლატვიაში მინიმალური საპენსიო ასაკი 64,5 წლიდან განისაზღვრება. აღნიშნული საკითხის გარდა, ლატვიის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2023-26 წლების სტაბილურობის პროგრამასაც გადახედა, რომელშიც ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზია მოცემული.