ლატვია დონბასის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას გმობს
ლატვია დონბასის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას გმობს

ლატვია დონბასის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას გმობს,- ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩუსმა განაცხადა.

„ვგმობ რუსეთი გადაწყვეტილებას, გაამარტივოს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებლებისთვის, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს უკავიათ. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მინსკის შეთანხმების შესრულების ძალისხმევას”, – წერს ფეისბუქში ედგარს რინკევიჩუსი.

რუსეთის პრეზიდენტმა დონბასის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესის გამარტივების შესახებ განკარგულებას ხელი 24 აპრილს მოაწერა.