ლათინურ ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა
ლათინურ ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა

ლათინურ ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. რეგიონში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 15 მილიონზე მეტი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ლათინურ ამერიკაში აღრიცხული გარდაცვალების შემთხვევების მესამედზე მეტი ბრაზილიაში დაფიქსირდა, სადაც მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ვირუსით 1 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების შემთხვევების მეოთხედზე მეტი კი, მექსიკაშია დაფიქსირებული. მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მკვეთრი ზრდის გამო ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს.