ლაშა ტალახაძეს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ
ლაშა ტალახაძეს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

ლაშა ტალახაძეს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ორი რეკორდი დაამყარა, აეროპორტში გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+105) აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა და ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.