ლაშა ტალახაძე - ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა
ლაშა ტალახაძე - ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა

ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა და მაქსიმალურად ვცდილობ, ქართულ ოჯახს როგორც შეეფერება, ისე გავაგრძელო ჩვენი წინაპრების დანატოვარი, – ამის შესახებ მსოფლიო რეკორდსმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ განაცხადა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ მსვლელობაში მონაწილეობს.

„ყოველ წელიწადს ვცდილობ, შევუერთდე დღევანდელი დღის მსვლელობას. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა და მაქსიმალურად ვცდილობ, ქართულ ოჯახს როგორც შეეფერება, ისე გავაგრძელო ჩვენი წინაპრების დანატოვარი. რაც უფრო მეტი მართლმადიდებელი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში და ყოველწლიურად მოიმატებს რაოდენობა, მეტად მოხარული ვიქნები“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დახვდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართება. ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.