ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შეჯიბრების ბოლო დღეს გამარჯვებულები +109 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ატაცში ლაშა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 208 კგ. დაძლია, მეორე ცდაზე 215 კგ. ასწია, ხოლო მესამე მისვლაზე ლაშამ 220 კგ. ვერ დააფიქსირა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრება აკვრაში დაიწყება.