ლაშა შუშანაშავილის საფრანგეთში ექსტრადირების საკითხს საბერძნეთის უზენაესი სასამართლო 20 ივლისს განიხილავს
ლაშა შუშანაშავილის საფრანგეთში ექსტრადირების საკითხს საბერძნეთის უზენაესი სასამართლო 20 ივლისს განიხილავს

საბერძნეთის უზენაესი სასამართლო ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, 57 წლის ლაშა შუშანაშავილის ექსტრადირების საქმეს 20 ივლისს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ სააგენტოებზე Reuters-სა და Associated press-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხზე სასამართლო სხდომა 17 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა სამი დღით გადაიდო.

ლაშა შუშანაშავილი ქალაქ სალონიკში აპრილში დააკავეს, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 13 პირი. სპეცოპერაცია საბერძნეთისა და საფრანგეთის მონაწილეობით ჩატარდა. კრიმინალური დაჯგუფების კიდევ 17 სავარაუდო წევრი საფრანგეთში დააკავეს. ლაშა შუშანაშვილის ექსტრადირებას სწორედ საფრანგეთი ითხოვს.

ლაშა შუშანაშვილს და მის ძმას, კახა შუშანაშვილს საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში სდებენ ბრალს.  შუშანაშვილი საბერძნეთში პირველად 2012 წელს დააკავეს და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ის საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ცნო დამნაშავედ, რომელიც შეიარაღებული ძარცვასა და სულ მცირე, ერთ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა. თუმცა ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო, ციხიდან სამ წელში გათავისუფლდა.

4 ივლისს კი, საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადირებაზე თანხმობა განაცხადა, რაც დაკავებულის დაცვის მხარემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.