ლაშა შინდაგორიძე უნგრეთის ტურის სიმბოლურშია

00:33, 04.04.2018

ლაშა შინდაგორიძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. “საბურთალოს” ყოფილი ფეხბურთელი “ბალმაზუივაროშში” ბაჩანა არაბულთან ერთად თამაშობს.

ბოლო ტურში, “ბალმაზუივაროში” საკუთარ კედლებში “ვაშაშს” დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა 1:1.

შინდაგორიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. მან საგოლე გადაცემა მიითვალა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

რაც შეეხება არაბულს, მან საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების შეხვედრისას მცირე ტრავმა მიიღო და მკურნალობს.

უნგრულმა პორტალმა csakfoci.hu-მ ლაშას თამაში გამოარჩია და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

„ქართველი ფლანგის ნახევარმცველი კარგად აკონტროლებდა ბურთს ცენტრში და მარცხენა ფლანგიდან სწრაფ იერიშებს იწყებდა” – წერს გამოცემა.

მსგავსი