ლაშა პაპაშვილი - თუ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეთანხმებიან, კეთილი ინებონ და ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება მოახდინონ
ლაშა პაპაშვილი - თუ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეთანხმებიან, კეთილი ინებონ და ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება მოახდინონ

თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეთანხმებიან ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, კეთილი ინებონ და ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება მოახდინონ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არ იზიარებს ეროვნული ბანკის ხედვას, აქცენტირება გაკეთდეს ინფლაციის მართვაზე და არა ლარის კურსზე.

„ვერ ვეთანხმები სრულად ეროვნულ ბანკს, რომ ჩვენი სავალუტო რეზერვის შევსებისთვის ლარის კურსის ცოტ-ცოტა გაუფასურება მისაღებია, ჩემთვის ეს მიუღებელია. შეიძლება აშშ-სთვის, ინგლისის თუ გერმანიისთვის უმთავრესი ინფლაციაა და არ აწუხებთ ლოკალური ვალუტის კურსი, მაგრამ ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის უმნიშვენელოვანესია ლარის კურსის სტაბილურობა“, – აღნიშნა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი სამუშაო ძალის გადინებაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ თუ პირს საქართველოში ხელფასის სახით 1000 ლარი აქვს, საზღვარგარეთ 1000 ევროს მიიღება შეუძლია, რაც სამჯერ მეტია საქართველოში მიღებულ ხელფასზე.

„მე ადგილობროვი მეწარმის ხელშეწყობისკენ ვიხრები. თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეთანხმებიან ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, მაშინ კეთილი ინებონ და დაასუბსიდირონ ადგილობრივი წარმოება, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ იმას, რომ მოსახლეობა დარჩეს საქართველოში და შექმნან დოვლათი“, – ამბობს ლაშა პაპაშვილი.