ლაშა პაპაშვილი - პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას
ლაშა პაპაშვილი - პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას

პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ინტერვენცია.

ყველას გვაქვს ვალდებულება ამ ქვეყნის განვითარებაში ჩვენი გონივრული, სამართლიანი და დაუღალავი შრომა ჩავდოთ. პრემიერ-მინისტრი უცილებლად დაუჭერს ინტერვენციას, ეს უნდა გაკეთდეს, აბა რეზერვი რისთვის იქმნება. შეხვედრაზე ვინც იყო წარმოდგენილი, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეს არის ნომერ პირველი პრობლემა ამ წუთას და ჩვენი ხედვა დავაფიქსირეთ. მოისმინა, გაიგო ყველაფერი პრემიერმა და გადაწყვიტოს ეს საკითხი, მისი საქმეა. პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

დატოვე კომენტარი