ლაშა პაპაშვილი - საზოგადოებამ ნახა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური, ტაში, ტაში
ლაშა პაპაშვილი - საზოგადოებამ ნახა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური, ტაში, ტაში

საზოგადოებამ ნახა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური, ტაში, ტაში, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირველი შეხვედრა იყო პრემიერთან და ყველაზე მთავარი მესიჯია, საზოგადოებამ ნახა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური, ტაში, ტაში. ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის. პანდემიის გამო ქვეყანასა და მსოფლიოში ახლა ისეთი კრიტიკული, გარდამტეხი სიტუაციაა. ადამიანი ამბობს, რომ ვარ პრობიზნესური, არის ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, განათლებულია და რაც მთავარია, კარგი ოჯახი აქვს. ზუსტად ეს შველის ლარის კურსს“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.

დატოვე კომენტარი