ლაშა პაპაშვილი - „ოქროს სიის“ შესახებ პესიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც ვხედავ, ფინანსთა მინისტრი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
ლაშა პაპაშვილი - „ოქროს სიის“ შესახებ პესიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც ვხედავ, ფინანსთა მინისტრი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

„ოქროს სიასთან“ დაკავშირებით პესიმისტურად ვარ განწყობილი,  როგორც ვხედავ, ფინანსთა მინისტრი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და

საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს, საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც მონაწილეობდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე თითქმის ყველა მწვავე და აქტუალურ საკითხს შეეხო საუბარი, მათ შორის „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით.

„აქ მყოფი 75-ვე კომპანია ჩემი ხედვის მომხრე იყო. სამწუხაროდ,  სამინისტრო მას ჯერ ვერ იზიარებს. ხელისუფლების არგუმენტები მეორე პლანზეა გადასული. მართლაც იყო თაღლითობა ამ სექტორში,  მაგრამ მთავარი იყო სამართლიანობის პრინციპი. თაღლითობის საპასუხოდ ვთქვით, რომ ორ კურდღელს დავიჭერდით თუ არ შევიყვანდით „ოქროს სიაში“ კომპანიებს მხოლოდ იმ ნიშნით, რომ მსხვილი კომპანიები არიან. სიაში უნდა შევიდნენ საგადასახადო სისტემასთან წლების განმავლობაში პირნათლად მომუშავე ქართველი ბიზნესმენები. ჩვენი არგუმენტია – ნუ შევიყვანთ ამ სიაში მხოლოდ მსხვილ კომპანიებს. შევიდნენ ისინიც, ვისაც  5-10 წლიანი გამოცდილება აქვთ და ასე თაღლითობასაც ავიცილებთ თავიდან“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომელიც იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე „ოქროს სიის“ მონაწილეთათვის შეღავათების გაუქმებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი