ლაშა პაპაშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში, მან ჩვენს ქვეყანას ომი ააცილა
ლაშა პაპაშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში, მან ჩვენს ქვეყანას ომი ააცილა

ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში განაცხადა.

ლაშა პაპაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ომი ააცილა.

„ივანიშვილმა დღეს რომ დაამთავროს მოღვაწეობა, უკვე შევიდა ისტორიაში. ისტორია იტყვის, რით, რომ ჩვენს ქვეყანას ომი ააცილა. მგონი, არ არის ამ ქვეყანაში ოჯახი, რომელსაც სამოქალაქო ომიდან, 90-იანი წლების დღევანდლამდე, ამ ტრაგიკულ პროცესებში არ ჰყავს დაკარგული უახლოესი ადამიანი. მე მყავს. ჩემ ირგვლივ არცერთი ასეთი ადამიანი არ არის და ამ ხალხს რას ვპასუხობთ. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.