ლაშა ოდიშარიამ ლატვიაში მორიგი შედეგიანი გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ლაშა ოდიშარია ლატვიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა და „რიგას“ „ტუკუმსის“ დამარცხებაში დაეხმარა 2:0.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და, ფაქტობრივად, შეუცვლელად ითამაშა (90+2-ე წუთზე შეცვალეს). მისი გადაცემით რიგელებმა ანგარიში 76-ე წუთზე გახსნეს.
ლაშა ოდიშარიამ მაღალი შეფასება (7,4 ქულა) მიიღო – 23 წლის ქართველ ლეგიონერს საინტერესო სტატისტიკა აქვს: მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში ჯერ გოლი არ გაუტანია, მაგრამ მის ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაა.