ლაშა ოდიშარია - საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, მოედანზე საბრძოლველად გავალთ #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან მეორე ტურის შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ერთად ჟილინას სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ შემტევი ნახევარმცველი ლაშა ოდიშარია იმყოფებოდა.
„საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი და უძლიერესი გუნდია, მაგრამ მოედანზე საბრძოლველად გავალთ, სასურველ შედეგს რომ მივაღწიოთ.
ასეთ ტურნირზე საქართველოს სახელით თამაში უდიდესი მოტივაციაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვხდებით, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ფეხბურთი უნდა აჩვენოს.
ფსიქოლოგთან მუშაობა ძალიან დამეხმარა. ნაკრებში თამაშს მაინც სხვა დატვირთვა აქვს და ვცდილობ, რომ განსაკუთრებულად მოვემზადო.
საფრანგეთის ნაკრებს დუე და შერკი არ ჰყავს, თუმცა ისედაც ძლიერი შემადგენლობაა. ასეთ მეტოქესთან თამაში კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა“.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.