ლაშა ოდილაძე - დვალით „არისიც“ დაინტერესდა და ევროპის ძლიერ ლიგებში კარგი ვარიანტები აქვს #1TVSPORT
ლაშა ოდილაძე - დვალით „არისიც“ დაინტერესდა და ევროპის ძლიერ ლიგებში კარგი ვარიანტები აქვს #1TVSPORT

ლაშა დვალი ზაფხულში „აპოელს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

„ლაშა დვალს „აპოელთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. 29 წლის ქართველ მცველს ტრავმები აწუხებდა და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, 2024-25 წლების ჩემპიონატში კი მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს, როდესაც „აპოელმა“ ჩემპიონატი მოიგო. დვალი საქართველოს ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი წევრია“, – წერს გამოცემა protathlima.

ფეხბურთელის მენეჯერის, ლაშა ოდილაძის თქმით, საქართველოს ნაკრების მცველს კვიპროსში გიორგი ქვილითაიას კლუბი, „არისი“ იწვევს. მაგრამ მას უკეთესი წინადადებებიც გააჩნია.

„ლაშას კონტრაქტი დაუმთავრდა და უკვე გუნდებისგან კონკრეტული ინტერესიც არის. მაგრამ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე 3 თვეა დარჩენილი და შევეცდებით მისთვის სასურველი ვარიანტი შევარჩიოთ.

რეალურია თუ არა „არისი?“ დასამალი არაა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ იყო, კლუბის პრეზიდენტსაც ვესაუბრე – მაშინ ყიდვაც სურდათ. ვნახოთ, რა იქნება, რადგან ლაშას ევროპის კარგ ლიგებში ძალიან მაგარი ვარიანტი აქვს“, – ამბობს ლაშა ოდილაძე.