ლაშა ნაცვლიშვილი - ორი უმთავრესი პრინციპი, სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ საფირმო ნიშნად
ლაშა ნაცვლიშვილი - ორი უმთავრესი პრინციპი, სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ საფირმო ნიშნად

ორი უმთავრესი პრინციპი , სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ საფირმო ნიშნად და ხელწერად, – ამის შესახებ PosTV-ის დირექტორმა ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს შავისა და თეთრის გარჩევა არ შეუძლია.

„ჩვენ არ ვაკვირდებით პოლიტიკურ პროცესს, როგორც ასეთს, ჩვენ ვუყურებთ ერთ დიდ და დაუსრულებელ „მოდელირებულ ქრონიკას“, რომელშიც ფაქტების უხეში ფალსიფიკაციით, გაყალბებით, ურცხვი და არაადამიანური ცილისწამებით იბომბება ადამიანების ცნობიერება, ჩნდება ალტერნატიული, რეალურ კონტექსტს მოშორებული რეალობა და ამ რეალობასთან ადამიანების შეჩვევით ხდება რაღაც ტიპის რევოლუციური სიტუაციის იმიტირება, რათა განხორციელდეს პოლიტიკური რევანში.

დიახ, ამ ყველაფრის მიზანი არის პოლიტიკური რევანში დამნაშავე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც დაიგეგმა, დაფინანსდა და ახლა მიზანმიმართულად ხორციელდება და, რომელსაც ახდენა არ უწერია. მთავარი რაც ვერ გაიგო ამ ხალხმა – „ ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა – რაც ვერც ისწავლეს და ვერც დაივიწყეს – მათ ვერ ისწავლეს ქართველი ხალხის პატივისცემა. მათ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა ჰგონიათ. მათ ისე სძულთ ისინი, ისეთი დაბალი წარმოდგენის არიან, რომ ფიქრობენ, ამ ხალხს შავისა და თეთრის გარჩევა არ შეუძლიათ“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი