ლაშა ხუციშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ონლაინშეხვედრა გამართა
ლაშა ხუციშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ონლაინშეხვედრა გამართა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან ონლაინშეხვედრა გამართა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე განვითარებული მოვლენები და ისაუბრეს ეკონომიკური განვითარების სავარაუდო ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.

შეხვედრას ბანკის მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის დირექტორი კლარა კროლი და კავკასიაში ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

„აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში აფინანსებს სტრატეგიული მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ქვეყნის სხვადასხვა პრიორიტეტულ სექტორში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მიმართულებით. ბანკის მხარდაჭერით ასევე, ხორციელდება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა რეფორმა“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.