ლაშა ხუციშვილი - სასესხო ხელშეკრულების მიზანია, დახმარება გაუწიოს პროექტებს, რომლებსაც საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს
ლაშა ხუციშვილი - სასესხო ხელშეკრულების მიზანია, დახმარება გაუწიოს პროექტებს, რომლებსაც საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსების მიიღება მნიშვნელოვანია.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სასესხო ხელშეკრულების მიზანია, დახმარება გაუწიოს პროექტებს, რომლებსაც საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

„საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ასევე მოიცავს გრანტის მნიშვნელოვან კომპონენტს. ამ შემთხვევაში სესხის მოცულობა არის 450 მილიონი ევრო, ხოლო გრანტის მოცულობა არის 33 მილიონი ევრო, რომელიც სამი წლის განმავლობაში გამოიყოფა საქართველოსთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან.

მიზანია, რომ დახმარება გაუწიოს იმ პროექტებს, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, გარემოს დაცვითი, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. მომდევნო სამი წლის განმავლობაში უკვე გაიწერება კონკრეტული პროგრამები, საიდანაც მოხდება აღნიშნული პროექტების დაფინანსება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში საქართველო საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს.

დატოვე კომენტარი