ლაშა ხუციშვილი – საქართველოსა და უზბეკეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას

14:41, 03.07.2026

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, საბაჟო მიმართულებით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.

„გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა საფინანსო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემთ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესი, საჯარო ფინანსების მართვის საკითხები. ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში აქვს მოწინავე პოზიციები. საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა, ასევე ძალიან მოწინავე პოზიციები გვაქვს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს უზბეკ კოლეგებს, გაიზიარონ რეფორმის შედეგები და ერთობლივად მოხდეს აღნიშნულ თემებზე მუშაობა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი