ლაშა ხუციშვილი - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება მიანიშნებს, რომ ქვეყანა დაუბრუნდა უკვე პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს
ლაშა ხუციშვილი - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება მიანიშნებს, რომ ქვეყანა დაუბრუნდა უკვე პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა გააუმჯობესა ნეგატიურიდან სტაბილურამდე დადასტურება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეიტინგი მიანიშნებს, რომ ქვეყანა დაუბრუნდა უკვე პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს.

ფიტჩის“ შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იქნება პროგნოზირებულზე უფრო მაღალი, 7.8 პროცენტი, რომელიც აღემატება ასევე საბაზისო სცენარში ჩვენ მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი. დღევანდელი გადაწყვეტილებით, პერსპექტივის გაუმჯობესებით, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო ცხადი და მიღწევადი გახდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, სააგენტომ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

ინფორმაციის თანახმად, რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტომ დაასახელა მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ძლიერი და დამაჯერებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.