ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

„ფინანსთა მინისტრმა ელჩს მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.