ლაშა ხუციშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტების დაფინანსება სრულად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ასევე პროექტში ჩართული იქნებიან დონორი ორგანიზაციები
ლაშა ხუციშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტების დაფინანსება სრულად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ასევე პროექტში ჩართული იქნებიან დონორი ორგანიზაციები

გამოცხადდა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. პრაქტიკულად, ეს შეეხება ყველა რეგიონს, რაც ვფიქრობ, ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონებში ეკონომიკურ საქმიანობას.  ეს პროექტები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტების დაფინანსება არ განხორციელდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ხარჯზე.

„პროგრამა განხორციელდება იმ არსებული რესურსებით, რაც დღეს ბიუჯეტში გვაქვს. რამდენიმე წყარო იქნება პროექტის დაფინანსების. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტები, რომლებიც საჯარო გახდება უახლოეს პერიოდში, მათი დაფინანსება სრულად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ასევე ამ პროექტში ჩართული იქნებიან დონორი ორგანიზაციები, ისეთები როგორიცაა, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, უკვე შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში. ამ ნაწილშიც რაიმე დამატებითი ახალი ვალდებულებების აღება ქვეყნის მხრიდან არ მოხდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.