ლაშა ხუციშვილი კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. შეხვედრას, ასევე დაესწრო თომას კაირისი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2026 წლის პირველი სექტემბრიდან დაიკავებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის საკითხები.
„ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის დაკავშირებადობის/ენერგეტიკულ პროექტებზე. საუბარი შეეხო შუა დერეფნის დაკავშირებადობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო, სარკინიგზო, საპორტო პროექტებსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და მასში ინვესტირების მნიშვნელობას.
ფინანსთა მინისტრმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.