ლაშა ხუციშვილი - გიორგი ვაშაძის გამოსვლისას ვნახეთ პერფორმანსი, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება
ლაშა ხუციშვილი - გიორგი ვაშაძის გამოსვლისას ვნახეთ პერფორმანსი, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება

პარლამენტში შემაჯამებელ გამოსვლაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა უპასუხა სიგარეტის აქციზთან დაკავშირებით პარლამენტის დარბაზში გამოთქმულ ბრალდებებს.

ლაშა ხუციშვილის თქმით, გიორგი ვაშაძის გამოსვლა იყო პერფორმანსი, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

„2013 წელს, აქციზის შემოსავალი კონკრეტულად სიგარეტიდან იყო 300 მლნ ლარი. 2020 წელს, პანდემიურ პერიოდში, სიგარეტიდან აქციზის შემოსავალმა შეადგინა 800 მლნ ლარამდე.

ახლა თქვენ გამოდიხართ და ადარებთ 800 მლნ შემოსავალს ბიუჯეტში 2013 წლის მაჩვენებელს და აცხადებთ, რომ სიგარეტის კონტრაბანდა არის გაზრდილი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.