ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება და საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 2,75%
ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება და საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 2,75%

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%, – წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საკუთარ Facebook-ზე.

მინისტრი მადლობას უხდის პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს.

„მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე“, – წერს ფინანსთა მინისტრი.