ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომლებსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ახორციელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად.

„აღსანიშნავია, რომ EIB-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.