ლაშა ხუციშვილი ევრობონდების შესახებ - ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 2,75% არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში
ლაშა ხუციშვილი ევრობონდების შესახებ - ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 2,75% არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში

ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 2,75% არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს ფაქტი ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მხრიდან.

„ამ ტრანზაქციით და საპროცენტო განაკვეთით, ჩვენ შევქმენით ახალი, მართლაც ისტორიული ნიშნული, ე.წ. ბენჩმარკი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სხვა გამომშვებებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, იყო ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა (“B+”დან “BB” მდე). წარმატებით წარმართული პროცესისთვის ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ პროექტზე.

„ესენი არიან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები – JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები TBC Capital და Galt & Taggart. ასევე, ჩვენი იურიდიული მრჩეველები Baker McKinzie და BLC. მადლობა მათ გუნდური და ეფექტური მუშაობისათვის. ეს იყო ერთობლივი მუშაობის ნამდვილად წარმატებული მაგალითი,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი