ლაშა ხუციშვილი - ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ჩათვალა ყველაზე ეფექტურად, რათა ინფლაციის ტემპი შენელდეს
ლაშა ხუციშვილი - ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ჩათვალა ყველაზე ეფექტურად, რათა ინფლაციის ტემპი შენელდეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის ტემპის შესამცირებლად ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ჩათვალა.

„ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განმარტება, რატომ განახორციელა აღნიშნული ცვლილება. ამის გარდა, ეროვნული ბანკი იყენებს სხვა ინსტრუმენტებსაც. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა ამ ეტაპზე სწორედ ეს ღონისძიება ჩათვალა ყველაზე ეფექტურად, რათა ინფლაციის ტემპი შენელდეს. ვფიქრობ, ჩვენ მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა“, – აცხადებს ხუციშვილი.