ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

11:14, 22.04.2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მსგავსი