ლაშა ხუციშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ
ლაშა ხუციშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის მიმდინარე და 2023 წლების მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მონეტარული პოლიტიკის საკითხები.

იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენაზე რეგიონსა და მსოფლიოში.

აღინიშნა, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან ითქვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება.

საუბარი შეეხო სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.